პრემიერ-მინისტრი ევროპის საწყალოსნო ფედერაციის პრეზიდენტს ანტონიო და სილვას შეხვდა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2025 წელს საწყალოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე განიხილეს 2028 წელს საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველოს 2028 წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყლოსნო კომპლექსი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებების ჩატარება როგორც წყალბურთში, ასევე სხვადასხვა საწყალოსნო მიმართულებით.