შეხვედრა ეუთო-ოდირის მისიის წარმომადგენლებთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და პარტიის წევრი, თინა ბოკუჩავა ეუთო-ოდირის მისიის წარმომადგენელებს შეხვდნენ.

აუდიენციისას მსჯელობის საკითხი წინასაარჩევნო გარემო იყო. თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები არიან წინასაარჩევნო გარემოში არსებულ დარღვევებზე და პარტიის მხრიდან კიდევ ერთხელ  გაესვა ხაზი იმ ძალადობრივ ინციდენტებს, რომლებიც ბოკუჩავას განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ არის პროვოცირებული.

დატოვე კომენტარი