სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. დისკუსია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შედგა. მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქტების რეგულირების საკითხის განხილვა იყო. რეგულაციის სამუშაო ვერსიის თანახმად, იგეგმება პლასტმასის დანების, ჩანგლების, კოვზების, თეფშების, ჩხირების, საწრუპების, სასურსათო კონტეინერების, იმპორტისა და სხვა ბაზარზე განთავსების აკრძალვა.