შეხვედრა ერგნეთში
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 123-ე შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს. ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.
ნინო ფისაძე დეტალებით.