შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიამართა.

11 განსახილველ საკითხებს შორის იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე, ასევე ოკუპირებულ ახალგორში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის საქმე. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 11 მოქალაქე იყო უკანონოდ დაკავებული და ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, უკანონო პატიმრობაში საქრთველოს 2 მოქალაქე რჩება.