შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან

წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ნათია თურნავამ მონაწილეებს მიმდინარე რეფორმა გააცნო. თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ხაზი გაუსვეს განხორციელებულ ცვლილებებს, რის შედეგადაც მათ ლიცენზიების მოპოვება და ინერტული მასალების დამუშავების პროცედურები გაუმარტივდათ. მიმდინარე შეხვედრას, ძირითადად, ქვიშისა და ინერტული მასალების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.