შეხვედრა დიპლომატებთან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გაიმართა, სადაც 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დიპლომატებს ის უწყვეტი კადრები გააცნეს, რომელიც ადასტურებს, რომ ნიკა მელია რეალურად ცდილობდა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულიყო მაშინ, როცა მას ხელისუფლება პარლამენტში ძალადობრივ შეჭრის მცდელობაში ადანაშაულებს.

ოპოზიციამ შეხვედრაზე 20 ივნისის მოვლებებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზეც ისაუბრა.