შეხვედრა ცესკო-ში

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩუქრად ვიდეოკამერები გადასცა. 3 700-მდე კამერით არჩევნების დღეს გადაიღებენ ბიულეტენების დათვლის პროცესს.  ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში. ტექნიკის გადაცემას ცესკო-ში შალვა პაპუაშვილი დაესწრო. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ვიდეოფიქსაცია მოხდება ყველა საარჩევნო უბანზე, გარდა იმ უბნებისა, სადაც 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია.