შეხვედრა ცესკო-ში

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ.

საკითხზე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა 11 პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი. ამ შეხვედრას არ დასწრებიან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩის“ წარმომადგენლები იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მიმართეს ცესკო-ს განცხადებით და დაიტოვეს ის რიგითი ნომრები, რომლებითაც მათ წინა საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდათ მინიჭებული.