შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან

18:44, 20.05.2025

ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამინისტროს გუნდთან ერთად, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.

მხარეებმა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შეაჯამეს ერთობლივი პროექტების შედეგები, მიმოიხილეს მიმდინარე სამუშაოები და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზდყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო პროექტების განხორციელებაში. აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა, უკვე სამი ათეული წელია გრძელდება და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს.

მსგავსი