საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს, საუბრის თემა იყო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროები. გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. ითქვა ისიც, რომ სტრატეგიული პროექტების განხორციელება აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას გაზრდის.