შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელთან

15:17, 13.03.2026

შს მინისტრის მოადგილე და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდნენ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ლაბორატორიის შესაძლებლობების გაზრდას და ლაბორატორიის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და სპეციალიზებული განგრძობადი განათლების მოდულის შექმნას.

მსგავსი