შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს აგრძელებს. პიტერ ანდრეოლის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უმასპინძლა. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.