შეხვედრა აშშ-ის რეგიონული უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელთან

15:25, 22.09.2026

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელს, საზღვარგარეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ატაშეს, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ საკითხთა ბიუროს ატაშეს მოვალეობის შემსრულებელს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელმა დევიდ ჰედლსტონმა, თბილისის პროკურატურის თანამშრომლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისებს“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადების საქმეზე წარმატებული თანამშრომლობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის მადლობის წერილები გადასცა. შეხვედრაზე სტუმრებმა ეს კონკრეტული საქმე შეაფასეს, როგორც აშშ-ს და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითი და ხაზი გაუსვეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების გამორჩეულ პროფესიონალიზმს.

მსგავსი