შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა შეხვედრა.

იმსჯელეს თავმჯდომარის და ორი წევრის არჩევის პროცესის გაჭიანურებაზე. გიორგი სიორიძის განცხადებით,   მოქმედ თავმჯდომარეს განუსაზღვრელად უხანგრძლივდება უფლებამოსილების ვადა, რაც აჩენს სამართლებრივ კითხვებს. მისივე განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტს არალეგიტიმურად იკავებს პირი, რომელიც ასევე ატარებს შუალედურ არჩევნებს. საპასუხო განცხადაბა გააკეთა თავად გიორგი კალანდარიშვილმაც.