შეხვედრა ანტიკორუფციულ ბიუროში

15:14, 19.06.2025

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ საქმის წარმოების პროცესს, რომლის ფარგლებშიც უნდა გამოიკვეთოს ეწევიან თუ არა „ენჯეოები“ ფარულ პოლიტიკურ საქმიანობას. არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყება ითხოვს დოკუმენტებს, რომელიც დაცულია ადვოკატსა და კლიენტს შორის პროფესიული საიდუმლოების უფლებით. თავად ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს და ყველაფერი კანონიერად ხდება.

მსგავსი