შეხვედრა ამომრჩევლებთან

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი  ნინო ბურჯანაძე, ამომრჩევლებს დიდუბის რაიონში შეხვდა. პარტიის ლიდერმა  ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. ამასთან, მან არჩვენების მნიშვნელობასა და კენჭისყრაში მონაწილეობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მხარდამჭერების მხრიდან დასახელდა სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, როგორიცაა ლარის კურსი და გაზრდილი ფასები. ასევე აღინიშნა, რომ დიდუბეში მოუგვარებელ პრობლემად რჩება ანტისანიტარია ბაზრობების ტერიტორიაზე, დაბინძურებული ეკოლოგია.