ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უმასპინძლა. ღონისძიება მიეძღვნა სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის 13 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას.
მაღალტექნოლოგიური რენტგენო-ინსპექტირების სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთების სწრაფ კონტროლს, რაც დაზოგავს ბიზნესის დროსა და თანხებს. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ აშშ-ის ელჩს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.