შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 

შედგება თუ არა შეთანხმება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის – ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ წუთებში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში არიან შეკრებილები. მოლაპარაკებებს ესწრება ევროკავშირის ელჩიც. დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით დაგეგმილი შეხვედრა უკვე საათზე მეტია, მიმდინარეობს.

მოხერხდება თუ არა კომპრომისის მიღწევა მხარეებს შორის და რა წინადადებებით მივიდნენ პარტიები ამერიკელი დიპლომატის რეზიდენციაში, ნათია ქენქაძე მუშაობს ადგილზე და თემაზე საუბარს ახლა ის განაგრძობს – თუ გაკეთდა განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან.