შეხვედრა ახმეტის რაიონის სოფლებში

ახმეტის რაიონის სოფელ მატანის, ზემო და ქვემო ალვანისა და ბაბანეულის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და კახეთის გუბერნატორი შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განხორციელებული და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მოსახლეობამ ძირითადად სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის მოგვარებას, მიწის რეგისტრაციის, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგების საკითხები დააყენეს.

ხელისფულება ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა.