აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად, ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრა ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო ხასიათის ლექციაც, რომელიც ბოტანიკური ბაღის ისტორიასა და ბიომრავალფეროვნებას მიეძღვნა. პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ახალგაზრდებს მოტივაციას აძლევს რეგიონის განვითარების პროცესებში ჩაერთონ.