შეხვედრა ადგილობრივებთან ყვარელში
ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში, ადგილობრივებს შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო სეზონურად სასმელი წყლის დეფიციტს, სკვერების მოწყობის აუცილებლობასა და მიუსაფარ ცხოველებს. აღინიშნა, რომ პრობლემების გაცნობის შემდეგ, 2020 წლის ბიუჯეტი მათი საჭიროებების მიხედვით დაიგეგმება და პროექტების დაფინანსება სწორედ ამ პრინციპით განხორციელდება.