შეიცვლება თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი

ცესკო-ში კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებს აპროტესტებს ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე. გიორგი სიორიძის განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ბიუროზე დღეს დაინიცირდება, წევრების არჩევა არა 2/3, არამედ ხმათა უმრავლესობით მოხდება, ასევე პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება წარდგენის უფლებამოსილება. სიორიძის თქმით, თუ აღნიშნული კანონპროექტი კანონად იქცევა, ქვეყნისთვის საზიანო იქნება.