შეღავათები თავდაცვის უწყების ოჯახებისთვის

თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებენ. საუბარია სამკურნალო, სასწავლო, გასართობ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-შემეცნებით მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებზე, რომლებთანაც თანამშრომლობა მოხდება. მიზანი სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვაა. მხარეებს შორის ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მოლაპარაკებები კომპანიასთან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.