პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ეხმაურებიან ბრიუსელიდან. ინფორმაცია ევროპარლამენტარებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
ჩვენი რესპონდენტი დეპუტატები პოლიტიკურ პროცესებში ყოფილი პრემიერის ჩართვას პოზიტიურად აფასებენ.
რამდენიმე მათგანს მთავრობის ყოფილ მეთაურთან პირადად სურს შეხვედრა და მისი ხედვის გაცნობა საქართველოს და ევროკავშირის მომავალ ურთიერთობებთან დაკავშირებით.