მკაფიო ევროპული მხარდაჭერა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მიმართ, რომელშიც საქართველოცაა ჩართული.
ევროკომისიის შემდეგ ორმხრივი ინტერესის სტატუსი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტმა ამჯერად ევროპული საბჭოსგან და ევროპარლამენტისგან მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად დიდი სტრატეგიული დატვირთვა აქვს ჩვენს ქვეყანაზე გამავალ პროექტს ევროკავშირისთვის – სტატუსი ნიშნავს ევროკავშირისგან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებას, ნებართვების დაჩქარებული პროცედურებით გაცემას და განსაკუთრებულ სამართლებრივ მხარდაჭერას. მარშრუტს, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენი ქვეყნის გავლით განახლებადი ენერგიის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდებას გულისხმობს, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უტარდება. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი 1 155 კილომეტრიანი კაბელის გასაყვანად შესაბამისი სამუშაოები უნდა დაიწყოს. უკრაინის ომის და ახლა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ენერგორესურსების ალტერნატიული გზების ძიება ევროკავშირისთვის პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალშია – 1155-კილომეტრიანი წყალქვეშა გადამცემი ხაზი ანაკლიასა და კონსტანცას შორის და საქართველოს პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი ევროპასთან.
რას ნიშნავს გადაწყვეტილება, რომლითაც შავი ზღვის კაბელის პროექტი ბრიუსელისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მქონე 236-ე პროექტად იქცა – მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.