„შატილი – განწირულები… ტურიზმი სიცოცხლის პირისპირ“, „გამომძიებელი რეპორტიორი“ – 12 თებერვალს, 23:00

17:48, 08.02.2021

რა მოხდა შატილის გზაზე, 2020 წლის 23 აგვისტოს, უკანასკნელი წუთები უფსკრულამდე! როგორ აღმოჩნდა შატილის ტურში კომპანია „თრეველერ ჯის“ მანქანა გაუმართავი მუხრუჭით. სამედიცინო ექსპერტიზის მოულოდნელი შედეგები, რომლებსაც ოჯახები უნდობლობას უცხადებენ და მანქანის ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც მეექვსე თვეა, არ დებს შედეგს. პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებს, სახელმწიფო უწყებებიც და კერძო კომპანიაც, რომელმაც განწირულ რეისში გაუშვა ტურისტები. 17 ადამიანის სიკვდილის მიზეზების დადგენა სახელმწიფოსადმი ნდობის მიჯნაზე გადის. ნახეთ „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური მასალა ფილმში „შატილი – განწირულები… ტურიზმი სიცოცხლის პირისპირ“ – 12 თებერვალს, 23:00

მსგავსი