შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში

შარლ მიშელის ვიზიტს საქართველოში პოლიტიკური სპექტრი აფასებს. ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მოსამართლეების არჩევას ეხება. ისინი ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის დაწყებამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევით, 19 აპრილის შეთანხმება დაარღვია. განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ უზენაესი  სასამართლოს მოსამართლეთა არჩევით, შარლ მიშელის დოკუმენტი არ დარღვეულა.