შარლ მიშელის შეთანხმება - პრეზიდენტის განცხადება

„ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი პირველ კომენტარს აკეთებს.

სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ის „ქართული ოცნების“ პოზიციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დოკუმენტმა ბევრი სარგებელი მოიტანა, მათ შორის თუნდაც იმ კუთხით, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვნენ. საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ განცხადებაში საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, მომავალი არჩევნებისთვის ქვეყანაში დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა მოავლინონ.

ნოდარ ჩაჩუამ მოისმინა პრეზიდენტის გზავნილები.