შარლ მიშელის განცხადება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი – ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. შარლ მიშელი, რომელიც მტკიცედ არის დარწმუნებული რუსული გაზის ფასის შეზღუდვის აუცილებლობაში, მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა არცერთი დღე არ უნდა დაკარგოს. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ერთმანეთს 9 სექტემბერს, საგანგებო სამიტზე შეხვდებიან.