შარლ მიშელის განცხადება

„ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას შემდეგ, პირველი განცხადება „ტვიტერისა“ და ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შარლ მიშელმა და პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციების დაწყება დააანონსა. „მე კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებლად. მე ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმების გაგრძელების, თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივას. მოვუწოდებ ყველა მხარეს, წინ დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ვალდებულება აიღონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლის, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.“, – აღნიშნულია მიშელის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი