ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. უკრაინის დედაქალაქში ჩასვლამდე შარლ მიშელმა მატარებლიდან ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინა იმსახურებს დახმარებას. ამიტომ პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან შეხვედრისას განიხილავს იმას, თუ რა ზომებით შესაძლებელია უკრაინის გაძლიერება.