ჩინეთის პრეზიდენტი ქალაქ ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს მასპინძლობს. ორდღიან ღონისძიებას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტებიც. ჩინეთში იმყოფება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი და გაერო-ს გენერალური მდივანი. სამიტის ფარგლებში, ასევე იმართება ორმხრივი შეხვედრები სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს შორის. როგორც „როიტერი“ წერს, სი ძინპინი გეგმავს გამოიყენოს ეს სამიტი იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორი იქნება „პოსტ-ამერიკული საერთაშორისო წესრიგი“ და ასევე გაუწიოს დიპლომატიური მხარდაჭერა რუსეთს, რომელიც უკრაინაში ომის გამო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება.