შალვა შავგულიძე რჩეულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

ბლოკი „ევროპული საქართველო / თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მთაწმინდაზე ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. შალვა შავგულიძე ამჯერად რჩეულიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და სოციალურ ფონზე ისაუბრა.