„ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ როდესაც აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია. ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამოვრჩებით მოლდოვას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს ევროპული გზა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაა და არა მისი გაუქმების. ეს განცხადება აშკარად მიანიშნებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გდრ-ისკენ გაურბის” – წერს პაპუაშვილი. პაპუაშვილმა ასევე გაიხსენა მაია სანდუს საჯარო განცხადება 4 ოქტომბერს, როცა მოლდოვის პრეზიდენტმა ხელისუფლების დამხობაში ჩართულ ძალადობრივ ჯგუფებს, საჯარო განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა. შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.
მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.