შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

15:20, 13.10.2026

ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობების პოტენციალი და სექტორული თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, როგორც მეგობრობის ჯგუფებს, ისე სექტორულ კომიტეტებს შორის. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ბიზნესის, ინოვაციების, ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით თანამშრომლობის პოტენციალზე. ამასთანავე, აღინიშნა საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის მნიშვნელობა. ვო თჰი ან სუანმა განაცხადა, რომ ვიეტნამი მზად არის გახდეს ხიდი საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის და ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას.

მსგავსი