შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე

21:08, 06.10.2026

გარე ჩარევა, როგორც ერთ-ერთი გამოწვევა მსოფლიო დღის წესრიგისთვის – საკუთარი ქვეყნის მაგალითზე სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა საკუთარი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობს.

გაერთიანების შეკრებას ტანზანია მასპინძლობს. ასამბლეის მონაწილე 180 ქვეყნისადმი შალვა პაპუაშვილის მიმართვაში აქცენტირებული იყო გარე აქტორების მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის შემთხვევების გახშირების ტენდენცია. ყურადღება გამახვილდა იმ კანონებზე, რომლებიც სწორედ გარე ჩარევის პრევენციის არგუმენტით 2024-25 წლებში საქართველოში პროტესტის ფონზე მიიღეს. საუბარია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და გრანტების შესახებ ახალ კანონებზე. უცხოური ჩარევა უცხოურ დახმარებას ანაცვლებს, ჩარევამ ადგილი უნდა დაუთმოს პარტნიორობას – ეს იყო დღევანდელი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. გარე ჩარევის მზარდი საფრთხის დასტურად პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტიც მოიყვანა. საერთაშორისო პლატფორმას აფრიკაში მყოფი დელეგაცია ორმხრივი შეხვედრებისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად იყენებს.

ტანზანიაში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც – თეონა მანაგაძე დეტალებით.

მსგავსი