შალა ნათელაშვილსა და „საავტორო უფლებების კავშირს“ შორის დავა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გამოიკითხა, რომელმაც წარდგენილი ბრალი აღიარა, თუმცა, განაცხადა, რომ 50 ათასი დოლარის გადახდა მისთვის მიუღებელია, რადგან არაერთი მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება.
„საავტორო უფლებების კავშირი“ მას მურმან ლებანიძის ლექსის „მეშინია“ საჯარო წაკითხვისა და საარჩევნო კლიპში გამოყენების გამო ედავება. მომავალი პროცესი დეკემბერში გაიმართება.