შალვა ნათელაშვილის მიმართვა

შალვა ნათელაშვილი ევროპული ქვეყნების ლიდერებს მიმართავს და აცხადებს, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ევროპისგან საჭირო მხარდაჭერას ვერ გრძნობს და მხოლოდ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ მოწოდებებს ისმენს.

ნათელაშვილი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, ერთპარტიული პარლამენტი არალეგიტიმურად ცნონ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს სანქციები დაუწესონ და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას დაუჭირონ მხარი.

„შრომის პარტიის“ ლიდერის ამ განცხადებებს, ოპოზიციის ნაწილი არ იზიარებს. „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ პრეტენზია ევროპას არ უნდა წაუყენონ. უცხოელი პარტნიორების აშკარა მხარდაჭერაზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი ქვეყნის დასავლელი მეგობრებისგან პრინციპულ პოზიციას ელოდება.

შალვა ნათელაშვილის პოზიციას გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაშიც“. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი გამოსვლები, ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.

დატოვე კომენტარი