შალვა ნათელაშვილის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

შევა თუ არა პარლამენტში შალვა ნათელაშვილი. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ საკითხზე ფეისბუქ გამოკითხვა ჩატარდება. მისი თქმით, შალვა ნათელაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა პარტიაში სხვა მოსაზრებებია. საზოგადოებისთვის გადაწყვეტილება კი დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გუშინ განაცხადა, რომ პარტიაში პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი განიხილება.

ნათელაშვილის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. საკითხზე კომენტარს აკეთებენ როგორც ოპოზიციაში, ისე საპარლამენტო უმრავლესობაში.