შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადოს.

პარტიის ლიდერის განმარტებით, ეს კანონპროექტი „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას მოიაზრებს და ის დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგაა მიმართული. ნათელაშვილის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან ეს მიზანმიმართული ქმედებაა.