შალვა ნათელაშვილის განცხადება

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვებისკენ მოუწოდებს, ხოლო მათ, ვისაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია ურჩევს საკანონმდებლო საქმიანობაში არ ჩაერთონ. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით,  ოპოზიციურმა პარტიებმა კვლავ უნდა გადმოინაცვლონ საერთო ოპოზიციურ ფორმატში, განაგრძონ ერთობლივი შეხვედრები, რისთვისაც მათ საკუთარ სივრცეს სთავაზობს. ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, ამისთვის კი ოპოზიციის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მოამბე