შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის გადარჩევა ორგანულად აუცილებელია ამერიკისა და მსოფლიო პოლიტიკისთვის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. განცხადებაში ნათქვამია: “პიროვნულად ქარიზმატული ტრამპი ოლიგარქიის წარმომადგენელია, შესაბამისად ის უყურებს კაცობრიობას როგორც ბიზნეს-კორპორაციას, ხოლო მისი საქმიანი კავშირები რუსეთთან მას ფაქტიურად აქცევს კაგებეშნიკ პუტინის გეოპოლიტიკურ ლობისტად. აღნიშნული დიდი საფრთხეა არა მარტო მთელი დედამიწის უშიშროების, არამედ საქართველოს მომავლისათვის, რადგან სწორედ მოსკოვის ამერიკული ლობისტების მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილი პერიოდულად ნახულობს მხარდამჭერებს ტრამპის უახლოეს გარემოცვაში თუნდაც ბიზნესმენი სიძის კუშნერის სახით, რათა გააგრძელოს თამაში იმ თოჯინათი, რასაც საქართველო ჰქვია. ტრამპს ერთხელ არ უხსენებია მოსკოვისგან ოკუპირებულ-დაგლეჯილი საქართველო. ამდენად გამარჯვებას ვუსურვებ ბაიდენს. ოლიგარქია პოლიტიკიდან სამუდამოდ უნდა განიდევნოს ამერიკაშიც და სოლოლაკშიც. მერე გვექნება უსაფრთხო მომავალი ყველას“, – წერს „ფეისბუქზე“ ნათელაშვილი.

მოამბე

დატოვე კომენტარი