შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტთან აქცია გამართა. შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მთავრობისგან ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის მოხსნა მოითხოვა. მან უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოებთან აქციების გამართვისაკენ მოუწოდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნათელაშვილმა საპროტესტო აქციების გამართვა დააანონსა.