შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ხევსურეთში მომხდარ ავტოკატასტროფას ეხმაურება.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, შატილისკენ მიმავალ გზაზე უსაფრთხოების ნორმები ამ დრომდე არ არის დაცული, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მისივე განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი დაგვიანებით მივიდა.

შეგახსენებთ, საკითხზე განმარტება გუშინ გააკეთეს გადაუდებელი დახმარების ცენტრში, სადაც აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გონივრული დრო დასჭირდა.