შალვა ნათელაშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მოსკოვში კონფერენციაში მონაწილეობას ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის თქმით, ქართული დელეგაცია არ უნდა მონაწილეობდეს იმ კონფერენციაში, რომელზეც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოებს სტატუსით არიან წარმოდგენილი.

შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო დელეგაციას მოუწოდებს, კონფერენცია დატოვონ. რუსეთის სათათბიროში საერთაშორისო კონფერენცია 21 ნოემბერს დაიწყო და 26 ნოემბერს დაიხურება. კონფერენცია დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტო თანამშრომლობის გაფართოებას ეხება.