შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ხელისუფლება დაკავებულია კოსმეტიკური ცვლილებებით,  რეალურ ეფექტიან მექანიზმებზე კი უარს ამბობს“, საუბარია ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივაზე. ცვლილებების პაკეტი პარლამენტში მმართველმა გუნდმა დაარეგისტრირა.