შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი

„თუ მოსკოვს ჩვენთან სურს ეკონომიკური თანამშრომლობა, ბიზნესის განვითარება, მაშინ გააუქმონ სავიზო რეჟიმი და ხალხისთვის გახსნან რუსეთის ეკონომიკური სივრცე“ – ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ბანკები, ენერგეტიკა, მშენებლობა და ტრანსპორტი რუსული ოლიგარქიის ხელშია. მისივე თქმით, 2013 წელს ქვეყნაში 13 რუსული კომპანია იყო რეგისტრირებული, ახლა მათი რიცხვი 208-მდე გაიზარდა.  შრომის პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის არჩევისა და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მიიღებენ კანონს, რომლის თანახმადაც, კრემლის ოლიგარქიას საქართველოში ბიზნესის წარმოება აეკრძალება.

დატოვე კომენტარი