შალვა ნათელაშვილი კახეთში

გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში ჩავიდა შალვა ნათელაშვილი. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ადგილობრივების წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ნათელაშვილი გლეხებს ვაზის სამინისტროს შექმნას დაპირდა, რომლის საშუალებითაც მისივე თქმით, ვაზი, გლეხი და ქვეყანა გადარჩება.