შალვა ნათელაშვილი ითხოვს, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს

“ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი ითხოვს, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, კანონში ცვლილება განახორციელონ.

მისი განცხადებით, ვინც არჩევნებზე საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებს, უნდა დაჯარიმდეს. “ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა გაყალბების შესაძლებლობას მაქსიმალურად გამორიცხავს.